ლაშა ფარულავა - სასამართლო ივანიშვილის ქარვასლაა - შალვა თადუმაძე და ნინო ქადაგიძე ივანიშვილის ჯგუფის ბიზნეს-კორუფციულ ინტერესებს ემსახურებიან
სასამართლო კლანი, შალვა თადუმაძე და ნინო ქადაგიძე ემსახურებიან ივანიშვილის ჯგუფის ბიზნეს-კორუფციულ ინტერესებს და არა ქვეყანაში სამართლიანობას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, „სასამართლო ივანიშვილის ქარვასლაა“.
„სასამართლო კლანი, შალვა თადუმაძე და ნინო ქადაგიძე, ქართულ სახელმწიფოში სამართლიანობას კი არ ემსახურებიან, არამედ ემსახურებიან ივანიშვილის ჯგუფის ბიზნეს-კორუფციულ ინტერესებსა და სქემებს. ამიტომ არ ვითარდება ეკონომიკა, არის მაღალი ფასები და ინფლაცია, გაჭირვების გამო ქართველები მიდიან ემიგრაციაში ღირსეული და მაღალ ანაზღაურებადი სამუშაოს საძებნელად. ეს არის ივანიშვილის ქარვასლა და არა სასამართლო, რაც შემოდგომის არჩევნებზე უნდა შევცვალოთ“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.