"ოცნება" ამტკიცებს, რომ ხელისუფლებასა და მოსამართლეებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ აქვს
"ქართული ოცნების წევრი გივი მიქანაძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლებასა და მოსამართლეებს შორის დაპირისპირება არ არის. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ მედიისა და ენჯეობის მხრიდან სასამართლოზე მიზანმიმართული იერიში მიმდინარებს, რამაც ბოლო პერიოდში მასობრივი ხასიათი მიიღო.
ამასთან, მიქანაძე ვეტინგის სისტემაზეც საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნული ვერ დაინერგება, რადგან ის მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
არანაირი დაპირისპირება არ არის, მითუმეტეს, როდესაც სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი. მცდელობა იმისა, რომ რაღაც წარმოაჩინონ, არის აბსოლუტურად აბსურდული და თითიდან გამოწოვილი თემა. აქ საუბარია იმაზე, რომ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს უკვე წლებია და ბოლო პერიოდში ამან მიიღო მართლაც მასობრივი ხასიათი, როდესაც სხვადასხვა სექტორიდან მედიის საშუალებიათ გაშუქების კუთხით, ენჯეობის მხრიდან მიზანმიმართული თავდასხმის საშუალებით ხდება სასამართლოზე იერიშის მიტანა. ვეტინგის სისტემა არ და ვერ გახორციელდება გამომინარე იქიდან, რომ ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობას და პირდაპირ ლახავს ქვეყნის სუვერენიტეტს, - ამბობს გივი მიქანაძე.
სასამართლო სისტემასა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას შორის ახალმა სკანდალმა იფეთქა - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე დარწმუნებულია, რომ სასამართლო კლანის ბოსები საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობის გამო დაასანქცირეს.
ამასთან, ვეტინგის სისტემის შესაძლო ამოქმედებას, კლანის წევრები წყობიდან გამოჰყავს. ზოგი სისტემიდან წასვლით იმუქრება, ზოგსაც აქვს მოლოდინი, რომ საქმეშიი პირადად ივანიშვილი ჩაერთვევა.