დაინტერესდა თუ არა ექსპრემიერის სავარაუდო კორუფციული საქმიანობით? - რაჟდენ კუპრაშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს
დაინტერესდა თუ არა ანტიკორუფციული ბიურო ექსპრემიერის სავარაუდო კორუფციული საქმიანობით? რაჟდენ კუპრაშვილის წლიური მოხსენება რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
"პირველებმა" ბიუროს ხელმძღვანელს ღონისძიების დაწყებამდე ჰკითხა, რატომ არასდროს ინტერესდება ჟურნალისტური გამოძიებებით და რატომ არ ინტერესდება იმ დაუსაბუთებელი ქონებით, რომელიც "ოცნების" ყოფილ ან მოქმედ მაღალჩინოსნებს უფიქსირდებათ. საჯარო მოხელეების მაკონტროლებლად ღარიბაშვილის მიერ დანიშნულმა კუპრაშვილმა მიანიშნა, რომ საეჭვოთა სიაში მეოცნებეებიც ჰყავს.
იქნება წლიური ანგარიში, თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ეს. ასევე საზოგადოებას გააცნოთ და როცა დასრულდბა წლიური ანგარიში აუცილებლად კითხვებზე გუპასუხებთ. მონიტორინგის პროცესში ყველას ანგარიაშია წარმოდგენილი. ჩვენ ვადევნებთ თვალს, მათ შორის, ჟურნალისტურ გამოძიებებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ის ფაქტები, რაც ხშირად ტელევიზიით არის წარმოჩენილი, ხდება ჩვენი შესწავლის საგანი, - თქვა კუპრაშვილმა.
წლიური ანგარიში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. პრემიერი ირწმუნება, რომ კორუფციასთან ბრძოლაში ქვეყანამ წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ამაში წვლილი სწორედ ანტიკორუფციულ ბიუროს მიუძღვის. მისი თქმით, უწყების გასაძლიერებლად ყევლაფერს გააკეთებს
მსგავსი სიახლეები
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.