პრემიერი ამტკიცებს, რომ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველო EU-ს კანდიდატ ქვეყნებს უსწრებს
პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს უსწრებს. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ანტიორუფციული ბიური გამართულად მუშაობს და ამისთვის ყველაფერი გაკეთდა.
ამასთან, პრემიერმა ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მინისტრის გადადგომას კორუფციასთან კავშირი არ ჰქონია.
ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით გვაქვს კარგი მონაცემები კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით და ვუსწრებთ ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრ ათამდე ქვეყანას. ამ ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ბიურო ინსტიტუციურად გამართულიყო და შექმნილიყო საფუძველი კორუფციასთან ბრძოლისთვის. რაც შეეხება ჩვენს თანაგუნდელებს, ყოფილ თანაგუნდელებს, ამ სპეკულაციურ განცხადებებში მე არ მინდა, შემოვიდე. რაც შეეხება ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, მის მიერ თანამდებობის დატოვებას არავითარი კავშირი არ ჰქონდა კორუფციასთან, - ამბობს ირაკლი კობახიძე.