"საბჭოური სტილის პროპაგანდა" - კობახიძე მოსამართლეებს იცავს

31.03.24 13:52
"საბჭოური სტილის პროპაგანდა" - კობახიძე მოსამართლეებს იცავს

პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ ქართველ მოსამართლეებს საბჭოური სტილით ებრძვიან. საუბარია თბილისის ქუჩებში გამოჩენილ საპროტესტო სტენსილებზე.

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ აღნიშნულ პროპაგანდას უცხოური გავლენის აგენტები ეწევიან. ამასთან, პრემიერი თავს ისევ წინა ხელისუფლებას ესხმის და ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ის გაჯანსაღდა. 

ეს არის საბჭოური სტილის კამპანია, რომელსაც აწარმოებენ უცხოური გავლენის აგენტები საქართველოში, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ გახსოვთ, რომ სტიგმატიზაცია ხდებოდა წლების განმავლობაში სასამართლო სისტემის, მოსამართლეების და თქვენ გახსოვთ, რომ ტერმინი მოიფიქრეს ამ მიზნით, ეს იყო "კლანი" და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური სტილის პროპაგანდა, რასაც, სამწუხაროდ, უცხოური გავლენის აგენტები აწარმოებენ საქართველოში. რა თქმა უნდა, საზოგადოება უნა დაუპირისპირდეს და უნდა დაუპირისპირდეს სიმართლით. სიმართლე არის ის, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში რადიკალურად შეიცვალა ვითარება, როდესაც სასამართლო იყო სწორედ ამ უცხოური აგენტების ხელში, - ამბობს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები