თუ თავმოყვარეობა გვაქვს, არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი მოსამართლეები კეთილსინდისიერებაზე შეამოწმონ - ღარიბაშვილი
თუ ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა, არ უნდა დავუშვათ და არც დაუშვებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ვიღაცამ ჩვენი პატრიოტი მოსამართლეების ე.წ კეთილსინდისიერება შეამოწმოს, - ამის შესახებ ირაკლი ღრაიბაშვილმა განაცხადა. ყოფილი პრმემიერი ამტკიცებს, რომ ვეტინგის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია შეურაცხმყოფელია.
კამპანია, რაც ე.წ ვეტინგთან დაკავშირებით არის, შეურაცხმყოფელია. თუ ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა და გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ თავმოყვარე ერი, ეს არ უნდა დავუშვათ და არც დაუშვებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ვიღაცამ ჩვენი პატრიოტი მოსამართლეების ე.წ კეთილსინდისიერება შეამოწმოს. ჯერ მათი კეთილსინდისიერება გამოვიკვლიოთ კარგად, გავარკვიოთ ვინ არიან ეს ადამიანები და როგორ ბედავენ სხვის კეთილსინდისიერებაზე საუბარს, - განაცხაა "ოცნების" თავმჯდომარემ.
მსგავსი სიახლეები
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.