პრეზიდენტი დესტრუქციულ-პროვოკაციულ იაფფასიან კამპანიაშია ჩართული - ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი თავს ისევ პრეზიდენტს ესხმის. ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართელი ხალხის ინტერესს აღარ ემსახურება და იაფფასიან დესტრუქციულ კამპანიაშია ჩართული.
პრეზიდენტი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ძალიან მალე მოუწევს პრეზიდენტობის დათმობა. სამწუხაროა ის, რომ პრეზიდენტი აღარ ემსახურება ქართველ ხალხს, აღარ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და ჩართულია დესტრუქციულ-პროვოკაციულ იაფფასიან კამპანიაში, - ამბობს ღარიბაშვილი.
მსგავსი სიახლეები
05.11.26 17:38
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.