საპროტესტო სტენსილები თბილისში - "ოცნება" გავლენიან მოსამართლეებს გადაეფარა

31.03.24 20:08
საპროტესტო სტენსილები თბილისში - "ოცნება" გავლენიან მოსამართლეებს გადაეფარა

 

 

"მდიდარი მოსამართლეები არა გონებით, არამედ ქონებით" - ამ წარწერებით თბილისი აჭრელდა. ხელისუფლების უმოქმედობით გაბრაზებულმა ადამიანებმა კორუმპირებული მოსამართლეების მხილება საკუთარი ძალებით  ქუჩაში სტენსილებით დაიწყეს. კლანის გავლენიანი ბოსების დასამშვიდებლად ღარიბაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ წითელი საპროტესტო წარწერები შენობებზე არა რიგითმა მოქალაქეებმა, არამედ არასამთავროებოებმა გააკეთეს.

არასამთავრობოების გარდა ყოფილი დღეს თავს დაესხა იმ მოსამართლეებსაც, ვინც თანახმაა, კეთილსინდისიერებიის ტესტი გაიროს. ღარიბაშვილმა კლანის წინააღმდეგ წასულებს ურჩია, დატოვონ ქვეყანა და სამსახური სხვაგან ეძიონ.  

მურუსიძე - ჩინჩალაძის დაჯგუფება დაიცვა პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ქართველ მოსამართლეებს საბჭოური მეთოდებით ებრძვიან, ამიტომ  კორუფციის დამადასტურებელ ფაქტებს ითხოვს.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები