გენდერული კვოტირების გაუქმებაზე მსჯელობა მავნებლობაა - დეკანოიძე

01.04.24 12:09
გენდერული კვოტირების გაუქმებაზე მსჯელობა მავნებლობაა - დეკანოიძე

კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით "გირჩის" ინიციატივას "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე არ იზიარებს.

დეკანოიძისთვის მიუღებელია გენდერული კვოტირების გაუქმებაზე მსჯელობა მაშინ, როცა ქვეყანაში სხვა ბევრი პრობლემა მოსაგვარებელია. დეკანოიძე პირდაპირ წერს, რომ პარტიებში ქალებს არ აქვს იმხელა ძალაუფლება, "რომ მათი მონაწილეობა ღირსეულად დაფასდეს".

ქვეყანაში, სადაც ფემიციდი მძვინვარებს და ქალებს პოლიტიკაში მონაწილეობა კი არა, ხშირად განათლების და მუშაობის უფლებაც არ აქვთ - გენდერული კვოტირების გაუქმებაზე მსჯელობაც კი მავნებლობაა. 
ქვეყანაში ყველა პრობლემა მოგვარებულა: სიღარიბე, სასამართლო, კლეპტოკრატია და კორუფცია, ამიტომ ქალებს მივადგეთ და “ჩავჩეხოთ”. 
გვახსოვდეს: პარტიებში ქალებს არ აქვთ ძალაუფლება, არც ფული და არც ისეთი შიდა დემოკრატია ყვავის, რომ მათი მონაწილეობა ღირსეულად დაფასდეს," - წერს ხატია დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები