როგორც ძველი პრემიერები, ასევე ახალი, თავიდან ბოლომდე ჩართულები არიან კორუფციაში - გიორგი ბოტკოველი

01.04.24 12:44
როგორც ძველი პრემიერები, ასევე ახალი, თავიდან ბოლომდე ჩართულები არიან კორუფციაში - გიორგი ბოტკოველი

როგორც ძველი პრემიერები, ასევე ახალი, თავიდან ბოლომდე ჩართულები არიან კორუფციაში,  -  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალური მიმართულების მდივანი გიორგი ბოტკოველი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში ხალხის მსახურებისთვის მოვიდა, საკუთარი თავის გამდიდრების ხელისუფლებად გადაიქცა.

ბოტკოველი გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქმის ობიექტური გამოძიება შეუძლებელია. 

თუ კარგად ჩავეძიებით, არა მარტო კომპანია „ქვევრი“, არამედ აბსოლუტურად ყველა სფეროში, განსაკუთრებით კახეთში, თავიდან ბოლომდე ჩართულია სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა, მისი ოჯახის წევრები და ფაქტობრივად, აკონტროლებენ აბსოლუტურად ყველა ბიზნესს, სადაც ფულის კეთება შეიძლება. ხელისუფლება, რომელიც ხალხის მსახურებისთვის მოვიდა, გადაიქცა საკუთარი თავის  გამდიდრების ხელისუფლებად. 

რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, მაგრამ ჩვენ რამე გამოძიება გვინახავს ივანიშვილის მთავრობის  პერიოდში?  როგორც ძველი პრემიერ-მინისტრები, ისე ახალი პრემიერ-მინისტრი თავიდან ბოლომდე ჩართულები არიან კორუფციაში, ასევე ის ჩინოვნიკები, რომლებიც, ფაქტობრივად, ფულის კეთებისთვის არიან მოსულები ხელისუფლებაში და მეტი არაფერი არ აინტერესებთ. მთავარი, რაც უნდა აინტერესებდეთ, არის ხალხის უკეთესი ყოფა და უკეთესი ცხოვრება, მაგრამ მათი რეალური საქმე თავიანთი თავის გამდიდრებაა, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
 

მსგავსი სიახლეები