უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, დაბალი შემოსავალი არის დიდი პრობლემა, რომელიც არის საქართველოში - ხაბეიშვილი

01.04.24 12:51
უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, დაბალი შემოსავალი არის დიდი პრობლემა, რომელიც არის საქართველოში - ხაბეიშვილი

„უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, დაბალი შემოსავალი არის დიდი პრობლემა, რომელიც არის საქართველოში - ადამიანებს გაუსაძლისად უჭირთ, ასი ათასობით ადამიანი ვერ პოულობს სამსახურს, არც კი იცის რა არის ხელფასი და შემოსავალი. 2024 წელი არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის და აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ," - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

"დაბალი ხელფასი უდრის უმუშევრობას" - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სტუდენტებს შეხვდა და მათი ყოველდღიური პრობლემები მოისმინა.

ასი ათასობით ადამიანი ვერ პოულობს სამსახურს, არც კი იცის რა არის ხელფასი და შემოსავალი. დაიწყო ახალგაზრდა ადამიანმა ბიზნესი, ოცი ათასი მარწყვო დარგო, უამრავი პრობლემა შეექმნა, ვერაფერი ვერ ქნა და მოუწია ბიზნესის დახურვა. სტუდენტმა დაიწყო მუშაობა მაღაზიაში, სადაც 500-600 ლარს გამოიმუშავებს და შეუძლებელია ამ თანხით ქირის, კომუნალურის, გზის ფულის, კვების ფულის გადახდა, ასევე ელემენტარული ტანსაცმელი სჭირდება მას, მაგრამ ეს 500-600 ლარი არაფერში კმარა. ამიტომ უნდა ესმოდეს ხელისუფლებას, რომ უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, დაბალი შემოსავალი არის დიდი პრობლემა, რომელიც არის საქართველოში - ადამიანებს გაუსაძლისად უჭირთ. შეუძლებელია ასეთ პირობებში ცხოვრება და ეს კონკრეტული ადამიანი ამ შემთხვევაში არის ამის ნათელი მაგალითი, როგორ იშრომა, იწვალა, თუმცა მაინც არაფერი არ გამოდის, რადგან მილიონ ბიუროკრატიულ პრობლემას აწყდება ამ ქვეყანაში. 2024 წელი არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის და აუცილებლად ეს დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

შეხვედრის დროს სტუდენტებმა იმ მთავარ პრობლემებზე ისაუბრეს, რასაც აწყდებიან. ამბობენ, რომ დაბალი შემოსავალი უდიდესი გამოწვევაა მათთვის და რომ ანაზღაურება, რასაც ისინი გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ იღებენ მინიმალურ ხარჯებს ვერ ფარავენ.

მთავარი პრობლემა არის დაბალი შემოსავალი. როდესაც გადავწყვიტე დამეწყო მცირე ბიზნესი, გამეხსნა კვების ობიექტი, იჯარის ხარჯმა, პროდუქტების სიძვირემ, ქირამ და უამრავი სხვა პრობლემის გამო მომიწია ხუთ თვიანი ბიზნესის გაჩერება.  ამის შემდეგ დავრგე 20 000 ძირი მარწყვი, გავწიე უამრავი ხარჯი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 20 000 ძირი მარწყვის გაყიდვის ბაზარი არ არის, ვერ ვნახე დივიდენდები. შემოსავალი არ იყო იმდენი, რამდენიც ხარჯი, ამიტომ ამის გაჩერებაც მომიწია. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდები და საზოგადოების ყველა წევრი იქნება აქტიური 2024 წლის არჩევნებში და ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობა შეიცვლება“- განაცხადა თემურ ქურციკიძემ.

მე ვარ რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტი, გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად, რადგან სწავლა დაიწყო და აღმოვჩნდი პრობლემების და  გამოწვევის წინაშე. 
მაინტერესებს 500-600 ლარი ხელფასი ვის ეყოფა იმისათვის, რომ გადაიხადოს სწავლის გადასახადი და ბინის ქირა? გარდა ამ გადასახადისა მჭირდება თვეში ერთხელ ტანსაცმლის შეძენა, გადავიხადო კომუნალურები და მჭირდება სრულფასოვანი კვება. ამიტომ 500-600 ლარი არავის არაფერში არ გვყოფნის ,მითუმეტეს სტუდენტს. ამიტომ, ამ არჩევნებზე უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი.“ -განაცხადა მარიამ არათანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები