"რუსეთი საქართველოში ამერიკელ დიპლომატებს წამლავდა" - სუს-ი ამ დრომდე დუმს
საქართველოში ამერიკელი დიპლომატის ოჯახი რუსეთის სამხედრო დაზვერვის მკვლელობებისა და საბოტაჟის დანაყოფმა მოწამლა. ეს მტკიცებულებები სამი ცნობილი გამოცემის ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ისევ დუმს - ლილუაშვილის უწყება არ ამბობს, როგორ დაგეგმეს რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოს ტერიტორიაზე, პრაქტიკულად, ადამიანის მკვლელობა.
დადგენილია რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნის ვინაობა, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის საელჩოს თანამშრომლის მოწამვლის უკან დგას - ეს, სავარაუდოდ, ალბერტ ავერიანოვია. ის რუსული გრუს მეთაურის შვილია. დანაშაულის ადგილი დიდი დიღომი, მდიდარი ქართველების უბანია.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.