გენდერული კვოტირების გაუქმება - "გირჩს" მხარდამჭერები გამოუჩნდნენ

01.04.24 13:34
გენდერული კვოტირების გაუქმება - "გირჩს" მხარდამჭერები გამოუჩნდნენ

გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას პარლამენტში მომხრეები უკვე გამოუჩნდა. იაგო ხვიჩიას მხარს უჭერენ პრორუსი დეპუტატი ფრიდონ ინჯია და მისი თანამოაზრეები.

"ოცნების" სატელიტი პარტიის წევრი ფიქრობს, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა სიაში ქალების ჩაწერა.

პოლიტიკური ვაჭრობა და გარიგება ყოველთვის "მოსულა" და იქნება, ალბათ, და ახლა, რა მოლაპარეაკება აქვს ბატონ იაგოს ამ საკითხთან, მე ეგ არ ვიცი. პარლამენტის ხარისხის დონის განმსაზღვრელი არ არის რამდენი ქალია, განმსაზღვრელია მათი კომპეტენცია, ცოდნა," - ამბობს ფრიდონ ინჯია.

ხვიჩიას იდეას ემხრობა "ხალხის ძალაც", რაც იმაზე მიანიშნებს, რომ "გირჩსა" და "ოცნებას" შორის შეთანხმება შედგა.

ჯერ "ხალხის ძალაში" გვექნება კონსულტაციები და შემდეგომ უმრავლესობაში. თუმცა ჩემი პირადი აზრი იყო, რომ არ სჭირდება ქალს რაიმე ტიპის ხელოვნური წახალისება. კარგად ვიცით, პოლიიტიკა იქნება ეს თუ საზოგადოებრივი ცხოვრება - ძალიან ბევრი ქალია წარმატებული და არის წარუმატებელი მამაკაცი," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

"გირჩი" გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოდის და "ოცნებასთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს. 

მსგავსი სიახლეები