მოსამართლეებს სხვა ქვეყნის ძალებს არ დავანიშნინებთ - მაჭარაშვილი

01.04.24 14:06
მოსამართლეებს სხვა ქვეყნის ძალებს არ დავანიშნინებთ - მაჭარაშვილი

"ხალხის ძალა" ისევ ამტკიცებს, რომ აშშ-მ ქართველი მოსამართლეები უსაფუძვლოდ დაასანქცირა. გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკამ გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს.

ამასთან, "ოცნების" დანაყოფის წევრი ე.წ. ვეტინგის სისტემაზეც საუბრობს. მაჭარაშვილი ექსპრემიერის სიტყვებს იმეორებს და ამბობს, რომ არცერთი თავმოყვარე მოქალაქე არ ისურვებს, რომ მოსამართლედ სხვა ქვეყნის ძალებმა დანიშნონ.   

ვეტინგთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ეს თემა დახურულია. მინიმუმ, იმ მიზეზის გამო, რომ ნორმალურ, თავმოყვარე მოქალაქის სუვერენული ქვეყნის, ამ საკითხს არ დათანმხდებოდა, სხვა ქვეყნის ძალებმა დანიშნონ მოსამართლედ. როდესაც დასანქცირება არის უსაფუძვლო და მითუმეტეს, ბოლო სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, ის უნდა გაუქმდეს და ვნახოთ, პატივს სცემენ თუ არა აშშ-ში სტრასბურგის გადაწყვეტილებას და გააუქმებენ თუ არა მოსამართლეებზე სანქციებს, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი. 

მსგავსი სიახლეები