საპროტესტო სტენსილები მოსამართლეებზე - კალაძის ვარაუდი, ვინ შეიძლება იდგეს ამ წარწერების უკან
"მურუსიძის ჩახოხბილი ვჭამოთ?" - ამ საპროტესტო სტენსილების უკან თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რადიკალური ჯგუფები დგანან.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მოსამართლეების პატიოსნება ეჭვქვეშ არ დგას.
სტენსილები, რა თქმა უნდა, რადიკალების მხრიდან განხორციელებული აქტია. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ გვახსოვს, წლების განმავლობაში მსგავსი ბინძური კამპანიები. ვიცით, ყველაფერი საიდან და ვისგან ფინანსდებოდა. აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს, თუ ვინ იყო შემსრულებელი, ვისი დაკვეთით კეთდებოდა.
რაც შეეხება მოსამართლეების პატიოსნებას, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მთელი რიგი კვლევები. საქართველოს სასამართლო სისტემა ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა. ყველაფერი შედარებითია. გვახსოვს, წლების განმავლობაში სასამართლოში რა ხდებოდა, ახლა კი, როგორი წინსვლა გვაქვს. ეს ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევები ხომ არ არის, ეს არის საერთაშორისო კვლევების შედეგი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.