14:49 საათის მონაცემით, თბილისი-დორტმუნდის მიმართულებით 7 ბილეთია დარჩენილი - რა ღირს ბილეთი

01.04.24 14:53
14:49 საათის მონაცემით, თბილისი-დორტმუნდის მიმართულებით 7 ბილეთია დარჩენილი - რა ღირს ბილეთი

5968 ლარი - ეს არის ბილეთის ფასი, რომელიც თბილისი-დორტმუნდის მიმართულებით ღირს.  "ჯორჯიან ეარვეისი" ევრო 2024-ისთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო, თუმცა 14:49 საათის მონაცემებით 7 ბილეთია დარჩენილი. 

ფასები 295 ევროდან იწყებოდა.

მათივე ცნობით, პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით:

  • თბილისიდან დორტმუნდში - 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
  • თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
  • თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).

16:05 საათი: რას ამბობენ Georgian Airways-ში?

ეკონომ კლასის ავიაბილეთები ამ დროისთვის ხელმისაწვდომია გერმანიის სამივე მიმართულებაზე, მათ შორის 17 ივნისს თბილისი-დორტმუნდის რეისზე. შესაბამისი კლასის და ტარიფის ავიაბილეთების ხელმისაწვდომობა ასახულია ვებ გვერდზეც"- უთხრეს tvpirveli.ge-ს Georgian Airways-ში.

საქართველო ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გერმანიის სამ სხვადასხვა ქალაქში ითამაშებს: დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში. პირველი თამაში 18 ივნისს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები