დელეგატები მაჟორიტარების ნაცვლად - ხმაური რეგიონული კომიტეტის სხდომაზე
დავა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე - ოპოზიცია ვერ იგებს, რა აზრი აქვს საკრებულოებში 40%-იანი ბარიერის გაუქმებას, მაჟორიტარებისთვის სახელის შეცვლას და მათ დელეგატად მოხსენიებას.
ამ თემაზე პარლამენტის წევრებმა რეგიონული კომიტეტის სხდომაზე იკამათეს. "ლელოს" წევრმა პირდაპირ თქვა, რომ "ოცნების" მიზანი საზოგადოების მოტყუებაა, რათა მმართველმა გუნდმა ძალაუფლება შეინარჩუნოს.
ეს არის საარჩევნო პროპაგანდისტული ამბავი. ამ ცვლილებით არც აჟორიტარული არჩევნები ჩატარდება, ვერც მაჟორიტარი გაჩნდება. ადგილობრიუვი არჩევნები, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნების იქითაა, იაქ ამ მნიშვნელოვან საკითხს 3 დღეში დაჩქარებული წესით ვცვლიდეთ, ვერანაირად ვერ შემოვალ დისკუსიაში. ერთადერთ რამეს ემსახურება ეს, პარტიული ელიტის ინტერესებს, ორმ მაჟორიტარების რესურსის ამოწურვით და ამომრჩევლის შეცდომაშ შეყვანით მოვახერხოთ მათი მობილიზება, - თქვა უზუფაშილმა.
დეპუტატი ზარქუა კი უსუფაშვილს არწმუნებდა, რომ კანონში ცვლილებები მოსახლეობაზე ზრუნვის მოტივით შეაქვთ.
სხვა ეჭვი აქვთ "ოცნების" ოპონენტებს. ისინი ფიქრობენ, რომ პროპაგანდისტული ტრიუკით ივანიშვილის პარტია ახალი მოწვევის პარლამენტში ე.წ მდიდარი ფეოდალების შეყვანას აპირებს, რადგან ეს ის ხალხია, ვინც პარტიულ ყულაბას ავსებს. დიდ ფულს ხარჯავენ წინაასარჩევნოდაც, რომ გარანტირებული დეპუტატის იმუნიტეტი ჰქონდეთ.