პარლამენტში 3 აპრილს "მინისტრის საათის" ფორმატში ლევან დავითაშვილს მოუსმენენ
„მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტი ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
ლევან დავითაშვილი საკანონმდებლო ორგანოში 3 აპრილს წარდგება.
"მინისტრის საათის" პროცედურა პარლამენტის რეგლამენტით რეგულირდება. მინისტრს ანგარიშის წარსადგენად 45 წუთი აქვს, რის შემდეგ პროცედურა დეპუტატების შეკითხვებს ითვალისწინებს.
პარლამენტის პლენარული სხდომა "მინისტრის საათის" დროს შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე.
მსგავსი სიახლეები
05.11.26 17:38
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.