გენდერული კვოტირება გაუქმდება - "ოცნებასა" და "გირჩს" შორის შეთანხმება შედგა

01.04.24 16:56
გენდერული კვოტირება გაუქმდება - "ოცნებასა" და "გირჩს" შორის შეთანხმება შედგა

შეთანხმება შედგა - "ოცნება" გენდერულ კვოტირებას გააუქმებს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება სიაშიი ქალები ჩაწერონ და პარლამენტში შეიყვანონ.  

ბიუროს გადაწყვეტილებით, "გირჩის" კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით განიხილავენ. სანაცვლოდ, "გირჩის" ოთხმა დეპუტატმა მხარი უნდა დაუჭიროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ თავმჯდომარეს, ვისაც "ოცნება" წარადგენს.

შედგა უმრავლესობის ლიდერსა და იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია და პრინციპს ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ეთანხმება უმრავლესობა და ასევე, ეთანხმება დაჩქარებულ წესსაც. სამაგიეროდ, გირჩის მხრიდან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის არჩევას, აქ ისინი იქნებიან მის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე ორიენტირებულები და არ იქნება გამოყენებული გარკვეული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის,“ - ამბობს ბექა დავითულიანი.

"გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა ამ ინიციატივის გაზიარებისკენ. თუმცა, "ლელო" არ ეთანხმება ამ ცვლილებებს.

ამ პროექტს მე ვერ ვუწოდებ „გირჩის“ პროექტს, ეს არის „ოცნების“ პროექტი იმიტომ, რომ გირჩის იდეა იდეად დარჩებოდა, თუ არ იქნებოდა პოლიტიკური განზრახულობა ოცნების. მე და „ლელო“ ხელს ვერ შეგიშლით ამ განზრახულობის რეალიზებაში, მაგრამ თქვენ ხელს ვერ შეგვიშლით იმ მოდელის პრაქტიკაში დაცვაში, რაც სწორად მიგვაჩნდა დღემდე,“ - ამბობს უსუფაშვილი.

მსგავსი სიახლეები