როგორ შეძლო ღარიბაშვილის მამამ ერთ წელში გაკოტრებული ბიზნესის აყვავება - "ოცნების" თავის ტკივილი
პოსტიდან გაუშვეს, მაგრამ "ოცნების" დიდ თავისტკივილად მაინც რჩება. ექსპრემიერის აღიარებამ, რომ მას მილიონერი მამა ჰყავს, ყველა უხერხულობაში ჩააგდო. დეპუტატებს იმის ახსნა უჭირთ, როგორ შეძლო ტარიელ ღარიბაშვილმა გაკოტრებული ბიზნესის ერთ წელში აყვავება. შარშია ირაკლი შოთაძეც. მტკიცებულებები ზედაპირზეა, რის გამოც გენერალური პროკურორი ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება, ხომ არ მოხდა კორუფციული გარიგებით ნაშოვნი ფულის გათეთრება.
როგორ გამდიდდრდა ასე უცაბედად ტარიელ ღარიბაშვილი? იმ დროს, როდესაც "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილების ნაცვლად სხვადასხვა ვერსიას გვთავაზობენ, დუმს ექს პრემიერის მილიონერი მამა. შვილის სკანდალური აღიარების შემდეგ ტარიელ ღარიბაშვილი ედიას ემალება. მამამ, რომელიც შვილის მაშველი რგოლია, ტელეფონში ჟურნალისტები დაბლოკა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.