არცერთი სიტყვა ფეხბურთელების ისტორიულ გამარჯვებაზე - ივანიშვილი გამქრალია

01.04.24 20:17
არცერთი სიტყვა ფეხბურთელების ისტორიულ გამარჯვებაზე - ივანიშვილი გამქრალია

 

 

არცერთი განცხადება და არცერთი სიტყვა ქართველი ფეხბურთელების ისტორიულ გამარჯვებაზე - იმ დროს, როდესაც მთელის საქართველო უკვე ერთი კვირაა ქვეყნის ნაკრების წარმატებით ცხოვრობს, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს მილოცვის წერილიც კი არ გამოუქვეყნებია. არ იყო არც სტადიონზე და არც მატჩის მერე გამოჩენილა სადმე. რატომ არ შეუერთდა ბიძინა ივანიშვილი სახალხო ზეიმს? - ოლიგარქის საჯარო დუმილი  ბევრ კითხვას ბადებს. 

ფაქტია, რომ პოლიტიკაში მესამედ მობრუნების შემდეგ ივანიშვილი გამქრალია. მასთან სატელეფონო კომუნიკაცია მხოლოდ პარტიის რჩეულებს აქვთ. პასუხად მმართველი გუნდი ისევ ოლიგარქის ქველმოქმედებას გვახსენებს და პრობლემას ვერ ხედავენ, თუ პერსონალურად არ მიულოცა ფეხბურთელებს. ერთადერთი, რაც დღეს გავიგეთ, არის ის, რომ ივანიშვილმა ერთი სატელეფომო ზარი განახორციელა. კახი კალაძე იწმუნება, რომ მილოცვა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიღო.

ვრცლა ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები