21 წელი ხელისუფლებაში და პირველი დიდი მარცხი - ერდოღანის პარტიამ თურქეთში არჩევნები წააგო
21 წელი ხელისუფლებაში და პირველი დიდი მარცხი - ადგილობრივ არჩევნებზე ერდოღანის პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით წააგო. ყველა დიდ ქალაქში ოპოზიიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. განსაკუთრებული ინტერესი იყო სტამბოლზე, სადაც ერდოღანი ცდილობდა, წინა არჩევნების დროს დაკარგული პოზიციები აღედგინა, თუმცა ვერ შეძლო. მოქალაქეებმა ხელისუფლებას პოლიტიკური ვერდიქტი გამოუტანეს.
თურქეთის ადგილობრივი არჩევნები იმის დადასტურებაა, თუ როგორ შეიძლება ხალხმა ხელისუფლებას მრავალწლიანი ძალაუფლება ხელიდან გამოაცალოს. რა გავლენას მოახდენს ერდოღანის მარცხი რეგიონზე? საერთაშორისო მედია უკვე წერს, რომ პუტინი თურქეთის პრეზიდენტს ზურგს აქცევს, რადგან ძალაუფლება დაკარგული ერდოღანი რუსეთის მმართველს აღარაფერში სჭირდება.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.