გენდერული კვოტირების გაუქმება - "ოცნებასა" და "გირჩს" შორის პოლიტიკური ვაჭრობა შედგა
მძიმე დღე ქალი პოლიტიკოსებისთვის - პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება, საარჩევნო სიაში ქალები შეიყვანონ. შეთანხმება გაფორმებულია. "გირჩის" ინიციატივა, ქალთა კვოტების გაუქმების შესახებ "ოცნების "დახმარებით პარლამენტში დამტკიცდება. სანაცვლოდ კი იაგო ხვიჩიას პოლიტიკური ჯგუფი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს გიორგი კალანდარიშვილს დაუჭერს. "გირჩის" ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით განიხილავენ.
"გირჩის" წარმომადგენლები თვლიან, რომ კვოტირება ქალთა შეურაცხყოფაა, ამიტომ გენდერული თანასწორობის მომხრეები არიან და ამ კანონის გაუქმებას ითხოვენ. თუმცა, თანასწორობის პრინციპებთან ერთად ბევრ პარტიას კვოტების შევსების რეალური პრობლემაც ჰქონდა.
ოპოზიციის ნაწილი ამ კანონის გაუქმების წინააღმდეგია, მაგრამ გარიგება დადებულია და "ოცნება" კვოტების სანაცვლოდ კალადარაშვილსაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე დაამტკიცებს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.