შავი სიების საქმე სასამართლოში - რა პრინციპით ბლოკავდნენ რესპოდენტებს საზოგადოებრივ მაუწყებელზე?
შავი სიების საქმე სასამართლოში - პოლიტიკური ნიშნით რესპოდენტების დაბლოკვაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელები ყოფილმა ჟურნალისტებმა ახლა უკვე მოსამართლის წინაშე ამხილეს. დღეს მიცემული ჩვენებების მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარეობდა სრული კონტროლი, ვისი ინტერვიუ უნდა გასულიყო რეპორტაჟში და ვისი არა. ჟურნალისტებს ხელმძღვანელები იძულებულს ხდიდნენ, მათ მითითებებს დამორჩილებოდნენ.
ბრალდებებზე პასუხების გაცემა დღეს საზოგადოებრივი მაწუყებლის მთავარ პროდიუსერს მოუწია. ეკა შონია ადასტურებს, რომ ჟურნალისტებს "ფეისბუქ" სტატუსებს უკონტროლებდა. რაც შეეხება რეპორტაჟებიდან გამქრალ რესპოდენტებს, ამ ფაქტს ქრონომეტრაჟის ნაკლებობით ხსნის.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.