ვეწინააღმდეგები ქალების კვოტების გაუქმებას - გიორგი ვაშაძე
"უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის ბევრ წარმატებულ ქვეყანაში ეს გზა გაიარეს თანასწორობის, ქალების ჩართულობისა და დემოკრატიის უფრო მეტად განვითარებისთვის" - ასე ეხმაურება "გამარჯვების კოალიციის" ლიდერი და "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე პარლამენტში გენდერული კვოტირების შესაძლო გაუქმების საკითხს.
ვაშაძის თქმით, რეალური პრობლემისთვის თავის არიდება და ხელოვნურად შექმნილი თემების დღის წესრიგში ჩაყენება უტოპიურია.
ვეწინააღმდეგები ქალების კვოტების გაუქმებას. უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის ბევრ წარმატებულ ქვეყანაში ეს გზა გაიარეს თანასწორობის, ქალების ჩართულობისა და დემოკრატიის უფრო მეტად განვითარებისთვის.
აქვე ვიტყვი, მაშინ, როდესაც ქალბატონები ტოვებენ შვილებს და ოჯახებს სამუშაო ადგილების არქონის და მაღალი ფასების გამო, უტოპიურია ასეთი რეალური პრობლემისთვის გვერდის ავლის მცდელობა და ხელოვნურად შექმნილი თემების დღის წესრიგში დაყენება“ - განაცხადა ვაშაძემ.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.