სჯობდა ეთქვა, ბიძინა მაფინანსებს, რომ კორუფციაზე ხელი არ წამიცდესო - ოპოზიცია პრემიერის სავარაუდო კორუფციულ სკანდალზე

01.04.24 22:24
სჯობდა ეთქვა, ბიძინა მაფინანსებს, რომ კორუფციაზე ხელი არ წამიცდესო - ოპოზიცია პრემიერის სავარაუდო კორუფციულ სკანდალზე

პარტია "გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია ყოფილი პრემიერის სავარაუდო სკანდალს ეხმაურება - დეპუტატი ამბობს, უმჯობესი იქნებოდა ღარიბაშვილის ეთქვა, რომ მას ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სახელფასო პოლიტიკასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ არ შეიძლება პრემიერსა და მინისტრებს 5 000-ლარიანი ხელფასი ჰქონდეთ.

ჩვენ პოლიტიკაში ფულის შოვნა პატიოსნად გვინდოდა და არა ისე, რაც ახლა ღარიბაშვილს უწევს. ამას სჯობდა ეთქვა, რომ იმის გამო, რომ არ მოვიპარო და კორუფციაზე ხელი არ გამექცეს, ბიძინა მაფინანსებო. დაბალი ხელფასები გვაქვს, მეტი ფული გვჭირდება, არ გვყოფნის, გვიმატებს ბატონი ბიძინა. ჩვენ მათ ვეუბნებოდით, რომ არ შეიძლება, პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს 10 000 ლარი, პარლამენტის წევრს ჰქონდეს მაქსიმუმ 5 000 ლარი, რადგან 55 მილიარდიან ეკონომიკას განკარგავს, 25 მილიარდიან ბიუჯეტს განკარგავს და საპარლამენტო რესპუბლიკაა. ცხადია, რომ კორუფცია იქნება. შენ თუ ეს ხელფასები გაქვს დატოვებული, ამ ხელფასებით ეძებ ან წმინდანებს, რომლებიც სამი ათას ლარად იმუშავებენ და ღირსებით შემკული იქნება, ან მთელი ამ პოლიტიკური სპექტრის დაფინანსება გაქვს იატაკქვეშეთში. ჩვენ შევთავაზეთ ხელფასების მომატება "ოცნებას", მაგრამ არა რომ თქვეს, ამით თავი გაიშარეს. ვინ დაიჯერებს, რომ 5 000 ლარად ცხოვრობს რომელიმე ''ქართული ოცნების'' პოლიტიკოსი", - ამბობს ხვიჩია.

ყოფილი პრემიერი აღიარებს, რომ მისი პენსიონერი მამა, სინამდვილეში, მილიონიანი კომპანიის მფლობელია. ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ტარიელ ღარიბაშვილმა აღნიშნული ქონება და ბიზნესი ლეგალური გზებით მოიპოვა და პირობას დებს, რომ შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს.

რაც შეეხება ღარიბაშვილის დეკლარაციას, "ოცნების" თავმჯდომარე ირწმუნება, რომ მისი დეკლარაცია ყოვეწლიურად მოწმდება და არ არსებობს არვცერთი კითხვა, რომელზეც მას პასუხი არ გაუცია.

მსგავსი სიახლეები