"ოცნებაში" მხოლოდ ივანიშვილისადმი უსიტყვო მორჩილებით გამოირჩევიან - ბადრი ჯაფარიძე

01.04.24 23:11
"ოცნებაში" მხოლოდ ივანიშვილისადმი უსიტყვო მორჩილებით გამოირჩევიან - ბადრი ჯაფარიძე

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე მმართველ ხელისუფლებას რუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პუტინსა და ივანიშვილს შორის ცხად მსგავსებას ხედავს.

ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ მთავრობის წევრებს საკუთარი დამოუკიდებელი და განსხვავებული შეხედულებები არ გააჩნიათ, რადგან ისინი ქართველი ოლიგარქის მორჩილებაში იმყოფებიან.

მათი მარცხი გარდაუვალია და ეს შიში ალაპარაკებთ სრულიად გაუაზრებელ, ბინძურ ბრალდებებს. იყენებენ ათასგვარ ეპითეტებს ოპონენტების მიმართ. ეს არის ხალხი, რომელსაც მოსწონს ფარცხალაძე როგორც ბიზნესმენი, მაგრამ არ მოსწონთ ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს წარმატებების ისტორია ჩვენი ქვეყნისთვის. ასეთი ადამიანები არ მოსწონთ, რადგან ეს ადამიანები არიან დამოუკიდებლები. მათ მოსწონთ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც იმართებიან მათ მიერ. ივანიშვილი კომფორტულად მხოლოდ ისეთ ადამიანებთან არის, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ მათ დავალებებს. ამიტომ არის ახლა, რომ ღარიბაშვილი, კობახიძე, მდინარაძე ერთმანეთი ეჯიბრებიან ჩვენს ლანძღვაში, რადგან წარმოჩნდნენ ივანიშვილის თვალწინ ყველაზე ლოიალურ პირებად. "ოცნებაში" მხოლოდ ივანიშვილისადმი უსიტყვო მორჩილებით გამოირჩევიან. ერთი-ერთში ჰგვანან რუსეთის მმართველ ძალას, სადაც მისი წევრები გაერთიანებულები არიან პუტინის ირგვლივ და როცა პუტინი გამოჩნდება ერთმანეთს ტაშის კვრის ინტენსივობით ეჯიბრებიან. სწორედ ასეა "ოცნებაშიც". ეს არის ტიპური კერპთაყვანისმცემლობა.", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები