გიორგი ვაშაძე - ვეწინააღმდეგები ქალების კვოტების გაუქმებას
„უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის ბევრ წარმატებულ ქვეყანაში ეს გზა გაიარეს თანასწორობის, ქალების ჩართულობისა და დემოკრატიის უფრო მეტად განვითარებისთვის“ - ასე ეხმაურება „გამარჯვების კოალიციი“ ერთ-ერთი ლიდერი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ქალების კვოტის თემას.
„ვეწინააღმდეგები ქალების კვოტების გაუქმებას.
უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის ბევრ წარმატებულ ქვეყანაში ეს გზა გაიარეს თანასწორობის, ქალების ჩართულობისა და დემოკრატიის უფრო მეტად განვითარებისთვის.
აქვე ვიტყვი, მაშინ, როდესაც ქალბატონები ტოვებენ შვილებს და ოჯახებს სამუშაო ადგილების არქონის და მაღალი ფასების გამო, უტოპიურია ასეთი რეალური პრობლემისთვის გვერდის ავლის მცდელობა და ხელოვნურად შექმნილი თემების დღის წესრიგში დაყენება“ - განაცხადა ვაშაძემ.