შეცდომა უნდა გამოსწორდეს - ოდიშარია შტატებისგან მოსამართლეების სანქციების საკითხის გადახედვას ითხოვს
რა არის ამაში გაუგებარი, შენს სტრატეგიულ პარტნიორს, მეგობარს მიმართო, მოსთხოვო რომ იქნას გამოსწორებული ის შეცდომა, რომელიც დაშვებული იქნა - "ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია შტატებისგან მოსამართლეების სანქციების საკითხის გადახედვას ითხოვს.
მისივე თქმით, ქართველი მოსამართლეები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაასანქცირეს.
"რატომ ატეხეს ვაი დავიში მეხუთე კოლონამ ჩემთვის გასაგებია. მოსამართლეები იყვნენ დასანქცირებული ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, შესაბამისად, რა არის ამაში გაუგონარი, შენს სტრატეგიულ პარტნიორს, მეგობარს მიმართო, მოსთხოვო რომ იქნას გამოსწორებული ის შეცდომა, რომელიც დაშვებული იქნა, რომელიც თვალსაჩინოა და რომლითაც სარგებლობს მე-5 კოლონა და მუდმივად აპელირებს სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე.
წინა ელჩისგან, კელი დეგნანისგან განსხვავებით, დღევანდელი ელჩი არის ძალიან კონსტრუქციული. ის თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და მათ შორის, ოპოზიციასთან. ჩვენ გვაქვს დღევანდელი ელჩის იმედი, რომ ის განსხვავებით მისი წინამორბედისგან, მიიტანს სწორ მესიჯებს [ამერიკის შეერთებული შტატების] სახელმწიფო დეპარტამენტში და შესაბამისად, დასკვნებიც იქნება შესაბამისი და გადაწყვეტილებაც სათანადო," - განაცხადა ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს სკანდალური პლენუმის და მოსამართლეების მუქარის ჩანაწერები გავრცელდა - კლანი უკმაყოფილოა, რომ კორუფციის გამო დაასანქცირეს, ამაზე კი მათი თქმით, ხელისუფლებას სათანადო რეაქცია არ ჰქონდა.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.