დაფაცურებული "ოცნება" ცდილობს შეასრულოს ის, რისკენაც დამუქრებით მოუწოდეს სასამართლო კლანიდან - ნაცვლიშვილი

02.04.24 12:43
დაფაცურებული "ოცნება" ცდილობს შეასრულოს ის, რისკენაც დამუქრებით მოუწოდეს სასამართლო კლანიდან - ნაცვლიშვილი

"ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, "ოცნებას" ახლა სასამართლოსი ძალიან ეშინია, რადგან სისტემიდან ფაქტობრივად პირდაპირი მუქარა იყო და ამიტომაც, მმართველი გუნდი ახლა ცდილობს ის შეასრულოს რა "კლანმა" მოუწოდა.

ჩვენ მოვისმინეთ თადუმაძის ძალიან ღია ტექსტი, რომელიც მათ შორის შეიცავდა მუქარას და მუქარის გზავნილებს უმრავლესობის მისამართით - დაგვიცავით და ხმა ამოიღეთ, თორემ თუ ჩვენ ჩავირეცხებით, თქვენც ჩაგიყოლებთ. ასეთი იყო თადუმაძის ტექსტის შინაარსი, ამიტომ, ახლა დაფაცურებული "ქართული ოცნება" ცდილობს შეასრულოს ის, რისკენაც მოუწოდეს დამუქრების ტონით სასამართლო კლანიდან", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მოსამართლეების გულის მოსაგებად "ოცნებამ" ახალი სპეცოპერაცია ისევ შტატებზე იერიშით და ულტიმატუმით დაიწყო. მმართველი პარტია ახლა მოსამართლეების წინააღმდეგ კორუფციის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს სკანდალური პლენუმის და მოსამართლეების მუქარის ჩანაწერები გავრცელდა - კლანი უკმაყოფილოა, რომ კორუფციის გამო დაასანქცირეს, ამაზე კი მათი თქმით, ხელისუფლებას სათანადო რეაქცია არ ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები