მდინარაძის მხრიდან კატეგორიული მოთხოვნები კატეგორიულად სასაცილოა - ბუჩუკური
მდინარაძის მხრიდან კატეგორიული მოთხოვნები კატეგორიულად სასაცილოა - ამის შესახებ პარტია 'საქართველოსთვის" წევრამ ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, "ოცნება" კოლექტიური მურუსიძე-ჩინჩალაძის დაცვაზეა გადასული
მამუკა მდინარაძის მხრიდან კატეგორიული მოთხოვნები კატეგორიულად სასაცილოა. საოცრება ხდება "ოცნების" თავს, კოლექტიურ მურუსიძე ჩინჩალაძეს იცავენ. ეს არის პასუხი 12 წლისთავზე სამართლიანობის აღდგენაზე? რას ეუბნებიან ადამიანებს, რომლებიც მართლა იყვნენ, მათ შორის მურუსიძე-ჩინჩალაძის და მისთანების მიერ შექმნილი სისტემის მსხვერპლები", - განაცხადა ბუჩუკურმა.
"ქართული ოცნება" ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართავს და ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამრიკის საელჩომ სანქციების "მოხსნაზე საუბარი უნდა დაიწყოს".
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.