რატომ არის უცხოელობა ის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ვინმეს უფლებას აძლევს ქართველ მოსამართლეს კეთილსინდისიერება დაუწუნოს - ბოჭორიშვილი
"რატომ არის უცხოელობა ის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ვინმეს უფლებას აძლევს ქართველ მოსამართლეს კეთილსინდისიერება დაუწუნოს" - "ქართული ოცნება" მოსამართლეების დაცვის კამპანიას აგრძელებს.
დღევანდელი სესია პარლამენტში მმართველმა პარტიამ ისევ "კლანის" დაცვით გახსნა. მაკა ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფებას კეთილსინდირების ტესტი ისედაც ჩაბარებული აქვთ და შემოწმებას არ საჭიროებენ.
მე მიჩნდება ასეთი კითხვები, როდესაც სუვერენული სახელმწიფოს მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმებას ითხოვთ უცხოელი ექპსერტების ჩართვით. რატომ არის უცხოელობა ის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ვინმეს უფლებას აძლევს ქართველ მოსამართლეს დაუწუნოს კეთილსინდისიერება. რომელი ევროპული სტანდარტით და წესით ხდება უცხოელი ექსპერტების შერჩევა, რომლებსაც აქვთ კეთილსინდისიერების ის ხარისხი, რომ სხვა სუვერენული ქვეყნის მოსამართლის კეთილსინდისიერება შეამოწმოს", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.