გაეცით მოსახლეობას პასუხი, თქვენ თუ შეძლებთ 600-700 ლარზე ოჯახის რჩენას - ხაბეიშვილი "ოცნებას"
„სოციალურ დაუცვლეთა ბაზაში მოთხოვნა ფაქტობრივად ორასი ათასით გაიზარდა, გაძვირებულია პროდუქტები, ადამიანებს აქვთ დაბალი შემოსავალი, თქვენ კი ამბობთ, რომ ეკონომიკური კეთილდღეობაა. დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა და გაეცით მოსახლეობას პასუხი, თქვენ თუ შეძლებთ 600-700 ლარზე ოჯახის რჩენას და მინიმლაური პრობლემის მოგვარებას?“- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში დღევანდელ სესიაზე განაცხადა.
ხაბეიშვილმა პარლამენტში საკუთარი ადგილის მიმდებარედ ბანერები განათავსა, სადაც სოციალური პრობლემები კონკრეტული სტატისტიკით იყო ასახული.
უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში გაძვირებული ფასები, რაზეც სამწუხაროდ უმრავლესობის ლიდერები მთელი რამდენიმე კვირების განმავლობაში დასცინის მოსახლეობას. ამის შემდეგაც გამოვლენ კონკრეტული ადამიანები და ხელისუფლების საქმე რაც არის, იმის გარდა ისაუბრებენ ყველაფერზე, არადა ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდეს, ვინც გასცემს მოსახლეობას პასუხს.
მე მოვიტანე თქვენივე სტატისტიკა - 2020 წელს მილიონ 11 ათასი ადამიანი იყო რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში. შემდეგ იზრდება ეს, 2021 წელს მილიონ 91 ათასი და 2023 წელს კი მილიონ ორასი ათასი. ფაქტობრივად ორასი ათასით არის გაზრდილი რიცხვი და ამის შემდეგ გამოდიხართ და ამბობთ, რომ ეკონომიკური ზრდები გაქვთ. ხომ დადიხართ ყოველდღიურად მარკეტში, კონკრეტულ სერვისებს ყიდულობთ და ამ სერვისის შეძენის უკან დგას კონკრეტული ადამიანები, მოლარე ოპერატორები, გამყიდველები, კონკრეტული სერვისის მიმწოდებელი, ასეთი საქართველოში კი არის ათი ათასობით მოქალაქე, რომელიც მუშაობს 600-700 ლარზე თვიდან თვემდე. დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა და გაეცით მოსახლეობას პასუხი თქვენ თუ შეძლებთ 600-700 ლარზე ოჯახის რჩენას. ძალიან ბევრს შვილების სპორტზე ტარება უნდა ან ხელოვნების რამე წრეზე და 600-700 ლარად გაძვირებული ცხოვრების პირობებში როგორ მოახერხონ ადამიანებმა მინიმალური პრობლემების მოგვარება. რეალურად რასაც ახლა ვსაუბრობ, ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ყოველდღიურად აწუხებს, მაგრამ თქვენ ყველა დისკუსიას გაურბიხართ, რაც ეხება ადამიანს, მოქალაქეს, ხალხის კეთილდღეობას, ხელფასებს, დარბაზიდან ვინმემ უპასუხეთ. მაგრამ ვწუხვარ, რომ იმას საუბრობთ, რასაც ფურცელზე გიწერენ.
ამ გაძვირებულ ფასებზე უამრავი ევროპის მაგალითი მოიყვანეთ, მაგრამ ევროპულ ხელფასებზე არაფერს არ იტყვით, რა თქმა უნდა. მე გეტყვით, რომ ბელგიაში მინიმალური ხელფასი არის 6500 ლარის ეკვივალენტია, საფრანგეთში 5600 ლარი, სლოვენიაში 4000 ლარი, პოლონეთში 3100 ლარი, ლიტვაში 3000 ლარი, სლოვაკეთში 2500 ლარი, ოღონდ მე ვსაუბრობ მინიმალურ ხელფასზე და საქართველოში მინიმალური ხელფასი, ოფიციალური მონაცემებიც რომ მოვიყვანოთ, 100 ლარზეც მუშაობს 11 000 ადამიანი, ამიტომ ეს კითხვები, რომელიც არსებობს - როგორ არის ერთმანეთთან თანხვედრაში, რომ ორასი ათასით სოციალურ დაუცველთა ბაზაში გაიზარდა, ამასობაში კი ამბობთ, რომ ეკონომიკური კეთილდღეობაა, მაგრამ ეკონომიკური კეთილდღეობა არის თქვენთვის და თქვენ რომ მდიდრდებით, ეს კარგად იცის ამ ქვეყნის მოსახლეობამ, მაგრამ ამ უმუშევრობაზე.“ განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.