რუსი დივერსანტები საქართველოში -პაპუაშვილი ამბობს, რომ "სპეკულაციებში არ შევა"
ამ სპეკულაციებში ვერ შევალთ - ასე პასუხობს რუსეთის მკვლელობისა და დივერსიების დანაყოფის სპეცოპერაციას თბილისში პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ამის არანაირი მოსაზრება არ არსებობს და ფაქტის დამადასტურებელი არანაირი დასკვნა არ გააჩნია ამერიკას და არც სახელმწიფოს სპეციალურ უწყებებს.
თქვენ გუშინ მოისმინეთ აშშ-ს პრეზიდენტის პრესმდივნის პასუხი ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის სისულელე, რომ არანაირი ასეთი მოსაზრება, დასკვნა არ გააჩნია არათუ ამერიკის სახელმწიფოს, არამედ სახელმწიფოს სპეციალურ უწყებებს, რომლებიც ამაზე არიან პასუხისმგებლენი. ამიტომ, ამ სპეკულაციებში ვერ შევალთ", - აცხადებს პაპუაშვილი.
დიპლომატების საცხოვრებელ უბანში, საიდუმლო მისიით ჩამოსულმა აგენტმა ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ოჯახზე იერიში აკრძალული იარაღით მიიტანა. ამ ამბავს ჩვენი ხელისუფლება, მინიმუმ, სამი წელი მალავდა. სქემა საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით გაიშიფრა. ცნობილი გამოცემები თბილისში მომხდარი თავდასხმის რუსულ კვალზე გავიდნენ.
დადგენილია მარშრუტიც. რუსული სამხედრო დაზვერვის დივერსანტი თბილისში ტაშკენტიდან ჩამოვიდა და ათი დღე დარჩა. სუსი ამ დრომდე დუმს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში არაფერს ამბობენ, როგორ შემოაღწია და როგორ გადაადგილდებოდა 10 დღის განმავლობაში ქვეყნაში რუსული სახედრო დაზვერვის თანამშრომელი.