რა გამოძიება ხალხო, 2-3 ადამიანს თავი ატკივდა - მდინარაძე
რა გამოძიება უნდა დაიწყოს ხალხო, 2-3 ადამიანს თავი ატკივდა - ასე პასუხობს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე თბილისში, რუსეთის მკვლელობისა და დივერსიების დანაყოფის სპეცოპერაციაზე დასმულ კითხვას.
მდინარაძე ვერ ხვდება, რატომ გაახსენდათ ეს საკითხი ახლა.
რა გამოძიება უნდა დაიწყოს ხალხო. გამოძიება არ დაწყებულა. ის ადამიანი მუშაობდა ამერიკის საელჩოში, იყო მართლმსაჯულების მიმართულებით მომუშავე ადამიანი. მისი მეუღლის მოწამვლაზე საუბრობენ, ახლა გაახსენდათ 2021 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც გამოძიებაც კი არ არის დაწყებული. ამ ამბავში ჩართული იყო, რაღაცა ამბავი რომ იყო და რაც მე ინფორმაცია მაქვს, 2 თუ 3 ადამიანს თავი ატკივდა, იეჭვიანეს რაღაცაზე და გამოძიებაც კი არ დააწყებინეს თავად ამერიკელებმა" - ამბობს მდინარაძე.
მეორე დღეა არც სუსს და არც "ოცნებას" პაუსხი არ აქვს როგორ შემოაღწია საქართველოში რუსეთის სპეცაგენტმა, რომლის თავადსხმის სამიზნე ამერიკელი დიპლომატების ოჯახები გახდნენ. სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებაზე მთელი მსოფილიო საუბრობს თუმცა, ამ დროდმე ლილუაშვილის უწყება დუმილის რეჟიმშია.
გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატების საცხოვრებელ უბანში, საიდუმლო მისიით ჩამოსულმა აგენტმა ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ოჯახზე იერიში აკრძალული იარაღით მიიტანა. ამ ამბავს ჩვენი ხელისუფლება, მინიმუმ, სამი წელი მალავდა. სქემა საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით გაიშიფრა. ცნობილი გამოცემები თბილისში მომხდარი თავდასხმის რუსულ კვალზე გავიდნენ.
დადგენილია მარშრუტიც. რუსული სამხედრო დაზვერვის დივერსანტი თბილისში ტაშკენტიდან ჩამოვიდა და ათი დღე დარჩა. სუსი ამ დრომდე დუმს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში არაფერს ამბობენ, როგორ შემოაღწია და როგორ გადაადგილდებოდა 10 დღის განმავლობაში ქვეყნაში რუსული სახედრო დაზვერვის თანამშრომელი.