საქართველოს სასამართლოს წინააღმდეგ ბულინგი მიმდინარეობს - ქადაგიშვილი
ყველაზე მეტად ქართულ სასამართლოს სჭირდება მისი დამოუკიდებლობის მიმართ ხელშეწყობა და არა ის ბულინგი, რა ბულინგიც საქართველოს სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულს სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, სამართლებრივად სასამართლო სისტემას გამართული ბაზა აქვს.
ხედავთ, რომ ფაქტობრივად რაიმე სამართლებრივი არგუმენტი, ან სამართლებრივად გამართული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მოხმარდებოდა, ასეთი რეკომენდაციები აღარ არის, იმიტომ, რომ სამართლებრივად მართლაც სასამართლო სისტემას გამართული ბაზა აქვს. მაშ რაშია საქმე, რა სჭირდება დღეს ქართულ სასამართლოს. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ქართულ სასამართლოს და რაშიც არის მოწყვლადი, სჭირდება სწორედ მისი დამოუკიდებლობის მიმართ ხელშეწყობა და არა ის ბულინგი, რა ბულინგიც საქართველოს სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამას არ ვამბობ მე", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.