არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, ნორმალურმა ქალბატონებმა აქეთ მადლობა უნდა გვითხრან - ხვიჩია

02.04.24 15:30
არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, ნორმალურმა ქალბატონებმა აქეთ მადლობა უნდა გვითხრან - ხვიჩია

არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, ნორმალურმა ქალბატონებმა ჩვენ მადლობა უნდა გვითხრან - ამის შესახებ  „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ქალების წინააღმდეგ არასდროს უბრძოლია და ებრძვის მხოლოდ იმ იდეას, რომ რომელიც მიიჩნევს, რომ ქალები და კაცები თანასწორები არ არიან.

„დღეს დილიდან კრიტიკის და ლანძღვის ობიექტები ვართ. გვაკრიტიკებენ და გვებრძვიან, რომ თითქოს ჩვენ ქალთა უფლებებს ვარღვევთ, ქალთა ჩაგვრას ვუჭერთ მხარს და ზოგადად, არ გვიყვარს ქალები და მათ ვებრძვით, რითაც შეგვიძლია. სინამდვილეში, ჩვენ უაზრობას და სისულელეს ვებრძვით, ზოგადად, ქალების წინააღმდეგ არასდროს არ გვიბრძოლია, არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია, მაგრამ ვებრძვით იმ იდეას, რომელიც მიიჩნევს, რომ ქალები და კაცები თანასწორები არ არიან, ქალები ცოტა განსხვავებულები და უფრო ნაკლებად თანასწორები არიან და ამიტომ მათ სჭირდებათ ისეთი წახალისება, როგორიც არის კვოტები იმიტომ, რომ მამაკაცებს კონკურენცია გაუწიონ.

არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, არც ის მიმაჩნია, რომ მე და ჩემი პარტია ქალებს ვჩაგრავდით ოდესმე და რამე საბოდიშო ამ მიმართულებით გვაქვს, პირიქით, ნორმალურმა ქალბატონებმა ჩვენ მადლობა უნდა გვითხრან იმისთვის, რომ ერთადერთი ვართ, ვინც რეალური თანასწორობისთვის იბრძვის, - განაცხადა ხვიჩიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა - საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გუშინ, პირველ აპრილს გამოვიდა. 

მსგავსი სიახლეები