არ დაგავიწყდეთ, პრემიერად გყავდათ ადამიანი, რომელიც ორჯერაა გაგდებული თანამდებობიდან კორუფციის გამო - დეკანოიძე "ოცნებას"
კორუფციაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ დაგავიწყდეთ, რომ პრემიერ-მინისტრად გყავდათ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მის პენსიონერ მამას მილიონები აქვს და ამ დროს, თვითონვეა ორჯერ გაგდებული ზუსტად კორუფციის გამო თანამდებობიდან - ასე მიმართა "ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ "ოცნებას" საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
დეკანოიძემ სასამართლო სისტემაზეც ისაუბრა და მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ მურუსიძის დაჯგუფება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სისტემის მსხვერპლად გამოიყვანა.
მურუსიძე-ჩინჩალაძე სისტემის მსხვერპლი ჩემი დასახელებულია, ან რომელიმე ოპოზიციონერი კოლეგის დასახელებულია? ეს არის თქვენი შექმნილი სისტემა, რომელიც წარმატებით გადმოიბარეთ, მერე გაანოყიერეთ და ახლა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ამბობთ, რომ მურუსიძე თურმე სისტემის მსხვერპლია და მერე მოგიბრუნდებათ ენა, რომ გირგვლიანზე ისაუბროთ.... და ბოლოს, კორუფციაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ დაგავიწყდეთ, რომ პრემიერ-მინისტრად გყავდათ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მის პენსიონერ მამას მილიონები აქვს და ამ დროს, თვითონვეა ორჯერ გაგდებული ზუსტად კორუფციის გამო თანამდებობიდან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.