როცა ვიღაც უცხოელი იწყებს სასამართლო სისტემის დალაგებას, ეს ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობას ნიშნავს - სუბარი
როცა ვიღაც უცხოელი იწყებს სასამართლო სისტემის დალაგებას, ეს ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობას ნიშნავს - ამის შესახე პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას "ხალხის ძალის" ლიდერემა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარის თქმით, ორჯერ ჩატარდა საქართველოს სასამართლო სისტემაში "ვეტინგი" წინა ხელისუფლების დროს და ორივეჯერ საშინელი პრაქტიკა აჩვენა.
როდესაც სასამართლოს სუვერენიტეტს თმობს ქვეყანა და აქ უცხოელი ელჩი თუ ვინმე უხოელი იწყებს სასამართლო სისტემის დალაგებას, ეს პირდაპირ ნიშნავს სასამართლო სუვერენიტეტის დათმობას და ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობას, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. ორჯერ ჩატარდა სასამართლოში ვეტინგი, ორჯერვე ამ ვეტინგის სათავეში იდგა მიხეილ სააკაშვილი. ორივეჯერ უსაშინლესი სისტემა იქნა შექმნილი მის მიერ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.