კვოტების გაუქმება კი არა, დეპუტატების რაოდენობაა შესამცირებელი - ელისაშვილი

02.04.24 15:55
კვოტების გაუქმება კი არა, დეპუტატების რაოდენობაა შესამცირებელი - ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტში გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კვოტების გაუქმება კი არა, დეპუტატების რაოდენობაა შესამცირებელი, რადგან მისი თქმით, არიან დეპუტატები, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღიათ.

კვოტების გაუქმება კი არა, საქართველოს პარლამენტის წევრების რაოდენობაა შესამცირებელი. სტატისტიკა, რომ 2022 წელს 18 დეპუტატს ოპოზიციიდან და მმართველი პარტიიდან ხმა არ ამოუღია იმის დასტურია, რომ 150 დეპუტატი ამ ქვეყანას არ სჭირდება. 100 დეპუტატი საკმარისი იქნებოდა",- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს “გირჩის“ მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს. “გირჩის“ პროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები