სამართლიანად გეშინიათ ბატონებო, მედასავლეთე ხალხის ჯარი არჩევნების დღეს თქვენ წინააღმდეგ გამოილაშქრებს - ხერხეულიძე
სამართლიანად გეშინიათ ბატონებო, მედასავლეთე ხალხის ჯარი არჩევნების დღეს თქვენ წინააღმდეგ გამოილაშქრებს - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტში, როდესაც 2024 წლის არჩევნებში ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის აუცილებლობაზე ისაუბრა.
თქვენ, თუ შეხედავთ სტატისტიკას, რომელიც ყოველი არჩევნების შემდეგ თქვენს საზიანოდ მეტყველებს, ნახავთ, რომ არჩევნებში შედეგები არსად გაქვთ მოგებული. სამართლიანად გეშინიათ ბატონებო, ვინაიდან იცით, რომ ეს არის ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობის მედასავლეთე ხალხის ჯარი, რომელიც თქვენ წინააღმდეგ გამოილაშქრებს არჩევნების დღეს. ეს არის მთავარი მიზეზი, როდესაც თქვენ საუბრობთ შეზღუდულ კრიტერიუმებზე, რომ თურმე განაცხადი უნდა გააკეთოს 50-მა ადამიანმა, თურმე რაღაც ინსტრუქციებს უნდა მისდიოს, არა ბატონებო, სახელმწიფოს თქვენ განკარგავთ, თქვენ უნდა იზრუნოთ ამაზე და თქვენ უნდა მიხედოთ იმ ადამიანებს,რომლებიც თქვენ გაგექცნენ, დატოვეს ეს ქვეყანა იმიტომ, რომ მათ აღარ დაედგომებოდათ. მათ უნდა მიეცეთ არჩევანის უფლება და რა თქმა უნდა, მათ უნდა მისცენ მომავალ საქართველოს დასავლეთში ხმა“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.