არ დაუშვათ ივანიშვილის და მისი ოჯახის შეფარება, აკრძალეთ მათი ტრანზაქციები ბანკებში - ნათელაშვილი ბრაზილიის პრეზიდენტს მიმართავს
"ლეიბორისტული პარტია" ბრაზილიის პრეზიდენტს და ბრაზილიის "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს მიმართავს - შალვა ნათელაშვილი მეგობარ ქვეყანას სთხოვს ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ოჯახისთვის მათი ქვეყანის კარი თავშესაფრისთვის ჩაკეტოს და მათ ბრაზილიის ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებში ტრანზაქციების განხორციელების საშუალება აეკრძალოთ.
დღეს მივმართეთ ბრაზილიის პრეზიდენტს, ბრაზილიის "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს თხოვნით, რომ ვინაიდან საქართველოს დიქტატორი ოლიგარქი აპირებს ქონების გადაბარგებას ამ ქვეყანაში და შემდგომ იქ თავშესაფრის საძიებლად ოჯახის გამგზავრებას, არც ერთ შემთხვევაში ბრაზილიის სახელმწიფომ არ დაუშვას რაიმე პრეფერენციები კრიმინალ პერსონა და მის გარემოცვაზე, აკრძალოს ოლიგარქის ტრანზაქციები ბრაზილიის ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტებში, არ დაუშვას ხალხისგან საქართველოსგან მოპარული ქონების დაკანონება და რეგისტრაცია ამ დიდი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს იუსტიციის ორგანოებში. იმ საშინელებას, რაც საქართველოს დაატყდა თავს, უნდა მოვერიოთ ერთად, ქართველი ხალხი და მსოფლიო დემოკრატიული თანამეგობრობა.
ალბათ, ყველას ახსოვს 2019 წელი, როდესაც ივანიშვილმა ბორჯომის გადამწვარი ხეობა დაიკიდა ფეხებზე, ხოლო მილიონები გადარიცხა ამაზონის ჯუნგლების აღდგენაში, სადაც ასევე ხანძრები იყო. მე მაშინვე მოგახსენებთ, რომ იგი ამზადებდა პლატფორმას გასაქცევად, ქონების გადამალვას ჩვენს მეგობარ ბრაზილიაში და დღეს ევროპულ,ა წამყვანმა გამოცემებმა აღნიშნული სრულიად დაადასტურეს", - განაცხადა ნათელაშვილმა.