ივანიშვილის ევაკუაციის გეგმა - ოლიგარქი ბრაზილიაში გასაქცევად ემზადება
ივანიშვილის ევაკუაციის გეგმა - ოლიგარქი ბრაზილიაში გასაქცევად ემზადება. ფიქრობს, რომ იქ მილიარდებს ყველაზე კარგად დაიცავს. მამის გეგმის ცენტრალური ფიგურანტი ბერა ივანიშვილია, რომელიც ოლიგარქმა სამხრეთ ამერიკაში საგანგებო მისიით მიავლინა. თითქოს საცხოვრებლად ბრაზილიაში გადასული ბერა კი ნიადაგს რეალურად მამის ქონების შესანახად ამზადებს. ცნობილი ბრიტანული ტაბლოიდის სტატია დილიდან პოლიტიკური განხილვის თემაა.
ფსევდო ინფლუენსერი - ასე მოიხსენიებენ ბერას სტატიის ავტორები. ეს შეფასება კი გავლენიანი გამოცემის ფურცლებზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჟურნალისტებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ბერა ივანიშვილის ქველმოქმედების მიღმა შესაძლოა სულ სხვა რეალური მიზანი იმალებოდეს - მამის გადარჩენა სანქციებისგან, რომელიც პუტინთან ალიანსის გამო ივანიშვილს ემუქრება. ბერა ცდილობს მამისთვის გასაქცევი გზა მოამზადოს. რატომ ბრაზილია? სტატიის ავტორები წერენ, რომ ივანიშვილების მილიარდები ევროპაში ან აზიაში უსაფრთხოდ ვერ იქნება. ოლიგარქი ფიქრობს, რომ მის ფულს სამხრეთ ამერიკაში უკეთესად დაიცავენ.