მოსამართლეების დაცვის კამპანია პარლამენტში

02.04.24 20:13
მოსამართლეების დაცვის კამპანია პარლამენტში

 

მოსამართლეების დაცვის კამპანია პარლამენტში. კლანის ულტიმატუმის შემდეგ ხელისუფლებას მორჩილი მოსამართლეების ალაპარაკების ეშინია. ამიტომ "ქართულ ოცნებას" მეტი გზა არ აქვს. იმ დროს, როდესაც ოპოზიცია ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და უმუშევრობაზე საუბრობდა, მმართველ გუნდს მხოლოდ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების საკითხი აღელვებდა. 

"ოცნების" იერიში ბოლოს "ხალხის ძალამ" დააგვირგვინა, რომელმაც ვეტინგის სისტემა ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობად გამოაცხადა. იმუქრებიან, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას არავის მისცემენ.  საპარლამენტო დებატებმა დღეს, პრაქტიკულად, ისე ჩაიარა, რომ უმრავლესობას სიტყვა არ დასცდენია, რას აკეთებს ხელისუფლება ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ოცნების მთავარი ამოცანა კლანის დაცვა იყო.

მსგავსი სიახლეები