ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა - რა მოხდა სამტრედიაში
შვილის გამო დაწყებული კონფლიქტი, რომელიც საზარელი მკვლელობით დასრულდა. 29 წლის ქალს უმძიმესი დანაშაულისთვის გაასამართლებენ. სამტრედიაში ცოლმა ქმარი მოკლა. მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები მეუღლემ დანით მიაყენა. სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ ქალმა პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა მძიმედ დაჭრილი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქალს კი ხელბორკილები ადგილზე დაადეს.
მეზობლები ჰყვებიან, რომ მკვლელობას წინ ცოლ-ქმარს შორის დაძაბული კონფლიქტი უძღოდა. სავარაუდოდ, დაპირისპირების მიზეზი ქალის შვილი გახდა. მამაკაცი გერს ეჩხუბებოდა, შემდეგ კი ჩხუბი უკვე მეუღლეებს შორის გაგრძელდა, რაც უმძიმესი შედეგით დასრულდა. ქალი ქმარს დანით გაუსწორდა, ამ ყველაფერს კი მისი შვილიც უყურებდა. დაკავებული, რომელსაც 20 წლიანი პატიმრობა ემუქრება, ბრალის წარდგენას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.