იოსელიანის პირველი ანგარიში - რა კრიტიკული საკითხები მოხვდა დოკუმენტში
"ქართული ოცნება" მისივე არჩეულ სახალხო დამცველს ემიჯნება. ანგარიში, რომელიც ლევან იოსელიანმა გამოაქვეყნა, უმრავლესობისთვის მიუღებელია. განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევასა და პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი მძიმე ვითარებაზეა საუბარი. ომბუდსმენი წერს, რომ ციხეებს კრიმინალური ავტორიტეტები მართავენ. ხელისუფლება არც 8 მარტის აქციებზე ჩანაწერს ეთანხმება, სადაც სამოქალაქო აქტივისტების დევნა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად არის შეფასებული.
სახალხო დამცველს პარლამენტში არავინ დაიცავს. უმრავლესობასთან ერთად ლევან იოსელიანის მუშაობით უკმაყოფილოა ოპოზიციაც, რომელიც თვლის რომ დოკუმენტი ზედაპირულია. ლაზარე გრიგორიადისის მიმართ დარღვევა, მხოლოდ ის აღმოაჩნდა, რომ აქტივისტს თავი იძულებით გადაპარსეს. ანგარიში შესაბამისად ომბუდსმენს პარლამენტში მძიმე საათები ელოდება. საკანონმდებლო ორგანოში მისულ იოსელიანს ოცნების და ოპოზიციის კრიტიკის მოსმენა და მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.