გადალაგება ოპოზიციაში - ენმ წინასაარჩევნოდ გამსხვილებას აანონსებს
ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნოდ გამსხვილებას არ გამორიცხავს. ჯერ გვარები არ სახელდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, პარტიაში წასულები ბრუნდებიან. პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ თემად ხატია დეკანოიძის შესაძლო დაბრუნების ამბავი იქცა. ეს ეჭვი უფრო მეტად თავად დეპუტატის განცხადებამ გაამყარა, რომელმაც ხაზგასმით თქვა ფრაზა, რომ ამ ეტაპზე არ განიხილავს არცერთ პარტიასთან თანამშრომლობას. გაირკვა, რომ დეკანოიძე ახალგაზრდული მოძრაობის შექმნას გეგმავს.
შეიძლება თუ არა ენმ-ის ბორდის თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდეს? ეს კიდევ ერთი კითხვაა, რომელზეც პასუხების გაცემა დღეს პარტიის თავმჯდომარეს მოუწია. ლევან ხაბეიშვილი ფრთხილობს და კონკრეტულ პასუხს თავს არიდებს. "პირველების" ინფორმაციით კი, კონსულტაციები შედგა მიხეილ სააკაშვილთან, რომელმაც ნაყოფიას დაანონსებული ბორდის თავმჯდომარეობა შესთავაზა