რეპრესიები სასამართლო სისტემაში - როგორ სჯიან მოსამართლეებს, რომლებიც კეთილსინდისიერების ტესტს მხარს უჭერენ
ახალი რეპრესიები ურჩი მოსამართლეების წინააღმდეგ - სისტემის გავლენიანი ჯგუფი შურისძიების რეჟიმზე გადადის და მოსამართლეებს ოჯახის წევრებით აშანტაჟებენ. მიზანში ამჯერად მადონა მაისურაძე ამოიღეს, რომლის ქმარი, სავარაუდოდ, კლანმა აიძულა სისტემიდან წასულიყო. მაისურაძე ის მოსამართლეა, რომელიც მურუსიძე-ჩინჩალაძის არაფორმალური ჯგუფის მითითებებს არასდროს ემორჩილებოდა და ვინც კეთილსინდისიერების ტესტის ჩაბარებას მხარს უჭერდა.
პარალელურად სასამართლო კლანი ოცნებას ემუქრება, შეშინებული ხელისუფლება კი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნის მცდელობაზე გადადის. გავრცელებული სკანდალური აუდიო ჩანაწერების შემდეგ, ოცნება შტატებისგან ითხოვს, რომ კლანს სანქციები გაუუქმდეს. ეს კი სამოქალაქო სექტორისთვის სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის გარიგების კიდევ ერთი დადასტურებაა. კლანმა ოცნებაზე და მათი მითითებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე ბევრი იცის.ამიტომ ივანიშვილის გუნდს მოსამართლეების გაბრაზება არ აწყობს.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.