რეგიონში ბავშვის გადასახადი არის 50 ლარი, ოჯახებისთვის ეს არის ცოტა ძნელი, რაღაც უნდა მოძებნოს სახელმწიფომ - სიჭინავა

02.04.24 22:21
რეგიონში ბავშვის გადასახადი არის 50 ლარი, ოჯახებისთვის ეს არის ცოტა ძნელი, რაღაც უნდა მოძებნოს სახელმწიფომ - სიჭინავა

რა არის საჭირო ბავშვთა ფეხბურთის გასავითარებლად - ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა „რეაქციაში“ სახელმწიფოს როლზე საუბრობს.

როგორც სიჭინავა ამბობს, სახელმწიფომ თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს, რომ ახალგაზრდებს ხელი შეუწყოს. 

დღეს რეგიონში ბავშვის გადასახადი არის 50 ლარი თვეში, ოჯახებისთვის ეს არის ცოტა ძნელი, თბილისში არის 100-120 ლარი, რაღაც უნდა მოიძებნოს, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს - პოლიტიკა უნდა ჩაერთოს, თუ მთლიანად ვერ გადაუხდიან, საგადასახადო მაინც მოუხსნან. ოპოზიცია, პოზიცია, ბიზნესმენები - ეს უნდა იყოს ერთად შეკრული. 
თუ სკოლა, აკადემია არ არის, თუ პროფესიონალი მწვრთნელები არ არიან, ამათი ~გამარჯვება მარტო 11 ფეხბურთელის გამარჯვება კი არ არის, დამლაგებლის გამარჯვებაა, მრეცხავის, მზარეულის, დაცვისა, პოლიციის, ბილეთის გამყიდველის - ეს მთელი საქართველოს გამარჯვებაა, ჩვენ ვუყურებთ 90 წუთს ფეხბურთს და ეს რომ შედგეს, ამას უნდა თვეები,“ - ამბობს ზვიად სიჭინავა.

 

მსგავსი სიახლეები