ეს არა მარტო ჩვენი ნაკრების გამარჯვებაა, არამედ ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება - ქეცბაია
„ახლა არის მომენტი, რომ ფეხბურთს რაღაცნაირად დავეხმაროთ, მაგრამ ჩვენი კლუბის დონე, ჩვენი საქართველოს ჩემპიონატი დაბალ დონეზეა. ფინანსებზეა ყველაფერი დამოკიდებული,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ ფეხბურთელი, კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია აკეთებს.
ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ეხმაურება და პასუხისმგებელ პირებს ფეხბურთის განვითარებისთვის სერიოზულად დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
ეს არა მარტო ჩვენი ნაკრების გამარჯვებაა, არამედ ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება - რაც მთელი ამ 30 წლის განმავლობაში ვიბრძოდით ჩვენც, ჩვენს წინ და ჩვენს შემდეგ, ამ ბიჭებმა ეს ყველაფერი რეალობაში მოიყვანეს და ამისთვის დიდი მადლობა ყველას. ეს ორი თამაში ადვილი არ იყო, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო,“ - ამბობს ქეცბაია.
ქეცბაია იმ რთულ გამოცდილებაზე საუბრობს, რაც წინა ფეხბურთის თაობამ გაიარა.
ახლა სხვა დროა. მაშინ ბევრი ტალანტი დაიკარგა, ახლა ტალანტებს ყველა ეძებს და ყველა, ვინც კარგი ფეხბურთელია, ყველა ეძებს, მაშინ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს, საუკეთესო ფეხბურთელი ვიყავი და სანამ ტურნირი დაიწყებოდა სახლში გამიშვეს იმიტომ, რომ ის ისეთი ხალხის შვილები იყო, რომ იქ ჩემი ადგილი აღარ იყო,“ - თქვა ქეცბაიამ.